ნატალი კუჭუხიძეექიმი-პოდოლოგი

ექიმი-პოდოლოგი

ნატალი კუჭუხიძე

ექიმი · ევროპაში კვალიფიცირებული პოდოლოგი · პროფესიული მასწავლებელი · მენტორი · ხარისხის ექსპერტი

პროფესია, რომელიც მედიცინასა და ესთეტიკას აერთიანებს — ასე აღწერს ნატალი პოდოლოგიას. მისი პრაქტიკის საფუძველი სამედიცინო ცოდნა, ევროპული სტანდარტები და პაციენტისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებაა.

ნატალი კუჭუხიძე Med Award 2025 დაჯილდოებაზე

გზა

ნატალი კუჭუხიძე თბილისში დაიბადა. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან პროფესიული განვითარება ევროპაში გააგრძელა — სტაჟირება და კვალიფიკაცია პოდოლოგიის მიმართულებით.

დღეს ის თბილისში მუშაობს საკუთარ ცენტრში: მკურნალობს პაციენტებს, უძღვება პოდოლოგიის სასწავლო კურსებს და ამზადებს მომავალ სპეციალისტებს. საუკეთესო კურსდამთავრებულები მის ცენტრში საქმდებიან.

რეგიონებისთვის ნატალიმ უფასო სასწავლო-შემეცნებითი ტური ჩაატარა — „პოდოლოგიის სემინარები" ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და სხვა ქალაქებში, საჩუქრად ადგილობრივი სპეციალისტებისთვის.

მისი კრედო: „მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული".

Med Award 2025

Med Award 2025

სამედიცინო დაჯილდოება Med Award 2025-ის ნომინაციაში „პოდოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" გამარჯვებული გახდა ექიმი-პოდოლოგი ნატალია კუჭუხიძე.

Med Award 2025 — დაჯილდოების სცენა

მედია და პროფესიული ცხოვრება

ნატალი სტუმრად ყოფილა „რადიო უცნობში" და რადიო „ფორტუნაზე" — გადაცემებში ის პასუხობდა ხშირად დასმულ კითხვებს სამედიცინო პედიკურზე, პათოლოგიური ფრჩხილის მკურნალობასა და ფრჩხილის მოვლაზე.

მონაწილეობს საქართველოს თმისა და ფრჩხილის საერთაშორისო კონფერენციებში და დარგობრივ სემინარებში.

საქართველოს თმისა და ფრჩხილის საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს თმისა და ფრჩხილის საერთაშორისო კონფერენცია

სერტიფიკატები და კვალიფიკაცია

მუდმივი პროფესიული განვითარება — სერტიფიკატების ნაწილი:

სტერილიზაციის სტანდარტების სერტიფიკატი
სტერილიზაციის სტანდარტების სერტიფიკატი
პროფესიული მასწავლებლის სერტიფიკატი
პროფესიული მასწავლებლის სერტიფიკატი
TrichoNail — პროფესიული სერტიფიკატი
TrichoNail — პროფესიული სერტიფიკატი

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

ჩაწერას ორი წუთი სჭირდება: მომწერეთ WhatsApp-ში — გიპასუხებთ პირადად და დროს შევარჩევთ.

მომწერეთ WhatsApp-ზედარეკვა